თავში

მოხალისეთა ტრენინგები დაიწყო

მოხალისეთა ტრენინგები დაიწყო
მოხალისეთა ტრენინგები დაიწყო

კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებებისთვის თბილისის რაიონულ გამგეობებში მოხალისეთა ტრენინგები დაიწყო. ამის შესახებ Report.ge-ს დედაქალაქის მერიიდან აცნობეს. 

უწყების ცნობით, მოხალისეებთან და უფასო სასადილოების თანამშრომლებთან შეხვედრა ათივე გამგეობაში ჩატარდა. შესაბამისი რეკომენდაციები ახალგაზრდებს ქალაქ თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობის და კონტროლის მუნიციპალური ცენტრის წარმომადგენლებმა მისცეს.

მოხალისეებს გადასცეს სპეციალური ეკიპირება - ჟილეტები, ბეიჯები, ხელთათმანები, ასევე, საინფორმაციო მასალა. შესაბამისად, ისინი ბენეფიციარებს უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით მოემსახურებიან.

"უფასო სასადილოების შესასვლელთან მობილიზებული იქნება სპეციალურად დატრენინგებული მოხალისეთა და მერიის თანამშრომელთა ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს რიგების რეგულირებას საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციის მიხედვით; გააკონტროლებს შესასვლელში დეზინფექციის პროცედურას; მიაწვდის ბენეფიციარებს მათთვის საჭირო დამატებით ინფორმაციას", - აცხადებენ მერიაში. 

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დედაქალაქში მოქმედ 62 უფასო სასადილოში დამატებითი საპროფილაქტიკო ღონისძიებები გატარდება. დამატებით სერვისებს მერიის მიერ დატრენინგებული ახალგაზრდა მოხალისეთა ჯგუფები ორშაბათიდან განახორციელებენ. პროცესში მოხალისეებად ჩართვის სურვილი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმაც გამოთქვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system