თავში

მოლები, სპორტული და საგამოფენო დარბაზები - საქართველოში ვაქცინაციის დიდი ცენტრები გაიხსნება

მოლები, სპორტული და საგამოფენო დარბაზები - საქართველოში ვაქცინაციის დიდი ცენტრები გაიხსნება
მოლები,  სპორტული და საგამოფენო დარბაზები - საქართველოში ვაქცინაციის დიდი ცენტრები გაიხსნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო მომდევნო თვეებში ვაქცინის 3 მილიონზე მეტ დოზას ელოდება და მასობრივ ვაქცინაციას იწყებს.

მისივე თქმით, ამცრელი ბრიგადების რაოდენობა 250-დან 400-დე უნდა გაიზარდოს. ამავე დროს ქვეყნის ოთხ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში მოეწყობა დიდი ამცრელი სივრცეები. 

"ამ თვის ბოლომდე უნდა ავიდეთ 400 ბრიგადამდე. ასევე 4 დიდ ქალაქში - თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში უნდა ჩამოვაყალიბოთ დიდი ამცრელი სივრცეები. თბილისში მინიმუმ - 4, დანარჩენ ქალაქებში თითო-თითო.

კარვებზე არ არის ლაპარაკი, დასამალი არაფერია, ვმუშაობთ "ექსპო-ჯორჯიასთან", ასევე "ჰუალინგთან", რამდენიმე სპორტულ დაწესებულებასთან და სავაჭრო მოლებთან მათი სივრცეების გამოყენებაზე, რომ გაიშალოს ვაქცინაციის ცენტრები და ვაქცინა ივლისიდან ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს" - განაცხადა გამყრელიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system