თავში

მომაკვდავი ბავშვი გაწერეს - 18 წლის ერეკლე თედლიაშვილის ოჯახი კლინიკას ადანაშაულებს

მომაკვდავი ბავშვი გაწერეს - 18 წლის ერეკლე თედლიაშვილის ოჯახი კლინიკას ადანაშაულებს
მომაკვდავი ბავშვი გაწერეს - 18 წლის ერეკლე თედლიაშვილის ოჯახი კლინიკას ადანაშაულებს

გორში გარდაცვლილი 18 წლის ერეკლე თედლიაშვილის მშობლები კლინიკას ბრლადებებს უყენებენ და აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციოდ გაწერილი პაციენტის მდგომარეობა მალე დამძიმდა, რაც ფატალური შემთხვევის მიზეზი გახდა.

ოჯახის ადვოკატის თქმით, კლინიკამ მომაკვდავი პაციენტი სარეაბილიტაციო ცენტრში გაუშვა. 

"ოჯახს ამ დროისთვის აქვს სამართლიანი პრეტენზია და შეკითხვები ერეკლეს მკურნალ ექიმთან და კლინიკასთან. რაც ყველაზე დიდ შეკითხვებს იწვევს და ძალიან საეჭვოს ხდის ზოგადად ექიმების კომპეტენციას, მოხდა ნებით თუ შეუგნებლად მათი მხრიდან, როდესაც რეანიმაციიდან ერეკლე გადაიყვანეს სარეაბილიტაციო ცენტრში, ფაქტობრივად მომაკვდავი ბავშვი გაწერა კლინიკამ სარეაბილიტაციოდ," - აცხადებს ერეკლე თედლიაშვილის ოჯახის ადვოკატი თეა თედლიაშვილი.

კლინიკა "ჯერარსში" კი აცხადებენ, რომ პაციენტი სამედიცინო ჩვენებების გათვალისწინებით გაწერეს, ხოლო ქალა-ტვინის დაზიანებებიდან გამომდინარე, მათი თქმით, პროგნოზის გაკეთება შეუძლებელი იყო. 

"ჩვენებების მიხედვით იქნა გადაყვანილი სარეაბილიტაციო ცენტრში. რაც განვითარდა და როგორც განვითარდა, ამის პროგნოზირება წინასწარ, ქალა ტვინის დაზიანებიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო. ყველა ჩვენება იყო თავის დროზე, რომ მოხსნილი აპარატიდან აღარ საჭიროებდა რეანიმაციას და აქტიურ ჩარევებს და ესაჭიროებოდა რეაბილიტაცია,"- აცხადებს კლინიკა "ჯერარსის" სამედიცინო დირექტორი და რეანიმაციის უფროსი დავით ყაზაიშვილი.

18 წლის ირაკლი თედლიაშვილი, რომელიც 8 ივნისს, გორში მომხდარი ჩხუბის დროს დაშავდა, 11 სექტემბერს გარდაიცვალა. სამი თვის განმავლობაში ახალგაზრდას რამდენიმე ოპერაცია და სარეაბილიტაციო კურსი ჩაუტრდა. როგორც ოჯახის ადვოკატი აცხადებს, უახლოეს პერიოდში მორიგი ოპერაცია იგეგმებოდა.

2020 წლის 8 ივნისს, გორში, რესტორან "ჟოზეფის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა თარაშ კანდელაკმა შელაპარაკებისას 18 წლის თედლიაშვილს სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება მიაყენა. თარაშ კანდელაკი ცნობილი ქართველი მოკრივის, გიორგი კანდელაკის შვილია. მისი სასამართლო პროცესი დღეს არის ჩანიშნული. 

ერეკლე თედლიაშვილს დღეს დაკრძალავენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system