თავში

მომაყენეს შეურაცხყოფა... ბავშვი შოკში ჩავარდა - ადვოკატი პოლიციელებთან მომხდარ ინციდენტზე საუბრობს

მომაყენეს შეურაცხყოფა... ბავშვი შოკში ჩავარდა - ადვოკატი პოლიციელებთან მომხდარ ინციდენტზე საუბრობს
მომაყენეს შეურაცხყოფა... ბავშვი შოკში ჩავარდა  - ადვოკატი პოლიციელებთან მომხდარ ინციდენტზე საუბრობს

ადვოკატები, უფლებადამცველ ნიკოლოზ მჟავანაძის მიმართ, ძალოვანი უწყებების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობენ. როგორც საქართველს ადვოკატთა ასოციაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, უფლებადამცველებმა განაცხადეს, ადვოკატთა კორპუსზე განხორციელებულმა თავდასხმებმა სისტემატიური ხასიათი მიიღო.

"ადვოკატ ნიკოლოზ მჟავანაძეს, რომელიც შვილთან ერთად მოძრაობდა პოლიციამ მიაყენა შეურაცხყოფა, ჩამოართვა ტელეფონი და აღუკვეთა თავისუფლება. უკვე საგანგაშო ფაქტია ის, რომ ადვოკატების უფლებების დარღვევები ხდება, "- განაცხადა ადვოკატმა, ონისე მარგიანმა.

ნიკოლოზ მჟავანაძემ აღნიშნულ ფაქტზე პროკურატურას უკვე მიმართა.

"ღვედი არ მეკეთა, დამავიწყდა, პოლიციამ გამაჩერა და არც ვაპროტესტებ დამაჯარიმეს, მაგრამ ამის შემდეგ მომაყენეს ენით აღუწერელი სიტყვიერი შეურაცხყოფა. ბავშვი შოკში ჩავარდა, ეს რა ხდება ჩვენს თავსო. ეს არის დაშინების მცდელობა ჩემს და ზოგადად ადვოკატთა კორპუსის მიმართ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, წარსულში კიდევ 2-ჯერ განხორციელდა ჩემზე მუქარა, "- განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system