თავში

თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება

თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება
თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება

30 ოქტომბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ინფორმაციით გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, პეტრე ქავთარაძის, ჯურხა ნადირაძის, დავით თავხელიძის, შალვა ახალციხელის, დემეტრე თავდადებულის, ნიკოლოზ სვანიშვილის და სანდრო მირიანაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 16 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის ფერდობის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, მხატვრების დასახლების, სოფელი ლისის, ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის IIა ზონის, ემხვარის, მაჭავარიანის, ფერმწერთა და ავთო ვარაზის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 20 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ღამბაშიძის, ქუჩიშვილის, როდენის, მელიქიშვილის, იაკობ ნიკოლაძის და კოსტავას ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, პასტერის და უზნაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 15 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, სოფელი ფონიჭალას, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალას დასახლების, სვანების დასახლება, ილორის, ბაგრატის, იოსებ ჟორდანიას, გრიგოლ გულბანის, ჯემალ რაფავას, თამარ მეფის, აღმაშენებლის, გულბაანის, თამაზ ხვიტიას, აფხაზეთის, სოხუმის, გაგრის, მარნეულის და ბერიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 17 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: იეთიმ გურჯის, ავლევის, ნიშნიანიძის, ბარათაშვილის (ნაწილობრივ) და ვერცხლის ქუჩების მცხოვრებლებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system