თავში

"მომართვიანობამ იმატა" - ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში ადგილები აღარ არის

"მომართვიანობამ იმატა" - ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში ადგილები აღარ არის
მომართვიანობამ იმატა - ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში ადგილები აღარ არის

ციციშვილის კლინიკაში მიმართვიანობამ საგრძნობლად იმატა. ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე ამბობს, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში თავისუფალი ადგილები აღარ არის.

მისივე ცნობით, კლინიკაში კრიტიკულად მძიმე მხოლოდ ერთი პაციენტია. მიმართვიანობა გაზრდილია სხვა სეზონური ვირუსებითაც.

„მომართვიანობამ აშკარად იმატა. ამჟამად, სულ რაღაც 7 ადგილია თავისუფალი, რომელიც, შეიძლება, სულ რამდენიმე საათში აღარ იყოს, თუმცა რეანიმაციაში უკვე არცერთი ადგილი აღარ არის“, - ამბობს ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system