თავში

მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

26 მარტს საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე გამოიდანრებს და შედარებით დათბება. 

26 მარტს დღე, აღმოსაველთ საქართველოს ბარში უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, საშუალო ტემპერატურა 13 გრადუსი იქნება. მთაში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. საშუალო ტემპერატურა 0-დან +4 გრადუსამდეა ნავარაუდევი.

26 მარტს გამოიდარებს დასავლეთ საქართველოს ბარშიც. ჰაერი, საშუალოდ, 14 გრადუსამდე გათბება, ხოლო დღე უემტესად, უნალექოდ ჩაივლის.  თოვლს ელოდებიან დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებშიც. ღამით საშუალო ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით მაქსიმუმ +2 გრადუსამდე დათბება. 

27 მარტს კი აღმოსავლეთ საქართველოს ბარში წვიმაა მოსალოდნელი. საშუალო ტემპერატურა 10 გრადუსი იქნება. მთაში კი +5 გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი. 

27 მარტს უხვი ნალექია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოს ბარში. საშუალო ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 10-11 გრადუსი იქნება.  მთაში მოსალოდნელია თოვლი, ტემპერატურა ღამით -2, ხოლო დღისით მაქსიმუმ +4 გრადუსი დაფიქსირდება. 

28 მარტს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ისევ გამოიდარებს, დღე უნალექოდ ჩაივლის, ხოლო ტემპერატურა 10-12 გრადუსი იქნება. მთაში ღამით მოთოვს, ხოლო დღე უნალექოდ ჩაივლის. ტემპერატურა მაქსიმუმ +5 გრადუსამდე გათბება. 

28 მარტს აღმოსავლეთისგან განსხვავებით, კვლავ წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება დასავლეთ საქართველოს ბარში. ჰაერი მაქსიმუმ +10 გრადუსამდე გათბება. მთაში ღამით მოთოვს, ხოლო დღე უმეტესად, უნალექოდ ჩაივლის, ტმპერატურა +2 გრადუსი დაფიქსირდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system