თავში

მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

საქართველოში 13-15 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღამის საათებში ცალკეულ რაიონში შესაძლოა, მცირე ნალექი აღინიშნოს. 

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

16 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. მაღალმთაში მოთოვს, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.

თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +13 გრადუსია მოსალოდნელი. 

14 დეკემბერს ბათუმში უნალექო ამინდი და +11 გრადუსი დაფიქსირდება. ზუგდიდში +7 გრადუსია მოსალოდნელი. ოზურგეთში ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსამდე გათბება. ბახმაროში - 10 გრადუსი იქნება. მესტიაში - 11გრადუსს ელოდებიან. გუდაურში ჰაერის ტემპერატურა - 6 გრადუსამდე დაეცემა. ამბროლაურში - 1 გრადუსი იქნება. 

თელავში +1, ხოლო ლაგოდეხში +3 გრადუსია მოსალოდნელი. რუსთავში ჰაერი + 5 გრადუსამდე გათბება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system