თავში

მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 

უწყების ცნობით, მთიან რეგიონებში ჰაერის ტემპერატურის მოსალოდნელი მატებით გამოწვეულმა თოვლის დნობამ და თანდართულმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე, შესაძლებელია, წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს. 

თბილისში ღამით +2 გრადუსი იქნება, დღისით კი +17 გრადუსი. დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. 

ბათუმში მოსალოდნელია წვიმა, ღამით +6, დღისით კი +13 გრადუსი იქნება. ზუგდიდში მსუბუქი ქარი და მოღრუბლულობა, ღამით +5, დღისით +14 გრადუსია ნავარაუდევი. +10 გრადუსი სითბო იქნება ღამით ქუთაისში, დღისით კი +15.

თელავში ღამით +1 გრადუსია ნავარაუდევი, დღისით +16 გრადუსი იქნება. +2 გრადუსი იქნება ღამით ლაგოდეხში, დღისით კი +18. სიღნაღში ღამით +1, დღისით კი +16 გრადუსი იქნება.

მესტიაში ტემპერატურა ღამით -5 გრადუსამდე დაეცემა, დღისით +5 გრადუსი იქნება. ცაგერში ღამით +1 გრადუსი, დღისით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. -2 გრადუსია მოსალოდნელი ბახმაროში, დღისით კი +5 გრადუსი იქნება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system