თავში

მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

22 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +11, +16 გრადუსის ფარგლებში იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სინოპტიკოსების ცნობით, 23 თებერვალს დასავლეთ საქართველოში გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს, ჰაერის ტემპერატურა +7, +12 გრადუსამდე დაიკლებს, 24 თებერვალს შედარებით გამოიდარებს და +13, +18 გრადუსამდე დათბება.

აღმოსავლეთ საქართველოში 23-24 თებერვალს ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში, აქაც 24 თებერვალს ჰაერი +13, +18 გრადუსამდე გათბება.

თბილისში უნალექო ამინდი იქნება, მხოლოდ 23 თებერვალს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის +14, +16 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system