
იმუნიზაციის ტექნიკური საბჭოს მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხიძის განცხადებით, განცხადებით, მნიშვნელოვანია, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში, პირბადის ტარებაზე მკაცრი კონტროლის განხორციელება.
როგორც ჩხაიძე ამბობს, თუ პირბადის გამოყენების მაჩვენებელი გაიზრდება, ეს მყისიერ შედეგს მოიტანს.
"არ უნდა მოძრაობდეს ადამიანი, არც ღია და არ დახურულ სივრცეში, ნიღბის გარეშე, ეს არის მომენტალური შედეგის მომტანი. თუ ჩვენ ხვალიდანვე დავიწყებთ ამას, მკაცრად მოვითხოვოთ და დავიცვათ ნიღბის ტარების ვალდებულება როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში, შედეგი გვექნება მომენტალური, - ეს ისეთივეა, როგორიც ნებისმიერი სხვა აკრძალვა, მაგრამ იოლი განსახორციელებელია, რადგან გაცილებით ნაკლები ზიანის მომტანია, ვიდრე საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვა“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.