თავში

"მომიკვდა ყველაზე ძვირფასი ადამიანი"- ეკა ბესელიას ტრაგიკული სიყვარულის ისტორია - VIDEO

"მომიკვდა ყველაზე ძვირფასი ადამიანი"- ეკა ბესელიას ტრაგიკული სიყვარულის ისტორია - VIDEO
მომიკვდა ყველაზე ძვირფასი ადამიანი- ეკა ბესელიას ტრაგიკული სიყვარულის ისტორია - VIDEO

ეკა ბესელია ცხოვრების ტრაგიკულ ეპიზოდს იხსენებს. როგორც პოლიტიკოსი ყვება, მას წლების წინ ყველაზე ძვირფასი ადამიანი გარდაეცვალა.

"პროფესიაში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი. ის პერიოდი ჩემთვის რთული იყო, რადგან მაშინ პირველი ოჯახი დამენგრა, წამოვედი ოჯახიდან. მარტო ვიყავი და ის ადამიანი ძალიან დამეხმარა. როგორც დამწყებ იურისტს, მასწავლიდა პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, როგორ უნდა გამევლო სირთულეები. ეს იყო სულ 8-9 თვე. მაგრამ ეს იყო იმდენად დიდი პატივისცემით და სიყვარულით დატვირთული დამოკიდებულება, რომ მსგავსი არაფერი მინახავს მას შემდეგ. 

ის ადამიანი ცხრა თვეში გარდაიცვალა, რომელიც ჩემთვის იყო ყველაზე დიდი მეგობარი, ის იმ დროს ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი იყო. ეს ისეთი სტრესი იყო. მომიკვდა ყველაზე ძვირფასი ადამიანი მაშინ, ვინც შეიძლება მყოლოდა. ასეთი ფაქიზი დამოკიდებულება არც არასდროს მიგრძვნია მას შემდეგ", - ამბობს ეკა ბესელია "ფორმულას" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system