თავში

მომხრე ვარ, რომ სავალდებულო იყოს - იმნაძე

მომხრე ვარ, რომ სავალდებულო იყოს - იმნაძე
მომხრე ვარ, რომ სავალდებულო იყოს - იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ის მომხრეა, რომ გარკვეული პროფესიული ჯგუფებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო იყოს.

ამასთან, იმნაძე ფიქრობს, რომ არასასიცოცხლო მნიშვნელობის სერვისებზე აუცრელ ადამიანებს წვდომა უნდა შეეზღუდოთ.

"ჩემი პირადი მოსაზრებაა და მე ვარ მომხრე, რომ გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის ეს იყოს სავალდებულო, ამაში არაფერია გასაკვირი, რადგან ასე იქცევა აშშ, ევროპის უამრავი ქვეყანა, სადაც სეგმენტურად, გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის, ძირითადად, პროფესიული ნიშნით, სავალდებულოა აცრები. 

გარდა ამისა, მომხრე ვარ, რომ იყოს გარკვეულ ადგილებში, არა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდული იმ ადამიანებისთვის, ვინც არ იცრება. საუბარია იმაზე, რომ ვინც წარმოადგენს საფრთხეს, როგორც თვის თავისათვის, პირველ რიგში, ასევე საზოგადოებისთვის. ადამიანებს, რომლებიც წარმოადგენენ საფრთხეს თავის თავისთვის და საზოგადოებისთვის, მათ უნდა ჰქონდეთ გარკვეული შეზღუდვა გარკვეულ ღონისძიებებზე, ძირითადად, გართობის ღონისძიებებზე.

ჩვენ მოსახლეობის მხოლოდ მესამედი გვყავს აცრილი, როდესაც ამას მნიშვნელოვნად გადავცდებით, ასეთი ღონისძიებების დაწესება საჭირო აღარ იქნება"- განაცხადა პაატა იმნაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system