თავში

მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს
მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

"საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, დადგინდა სატრანსპორტო საშუალების ახალი, "A2" ქვეკატეგორია, რომელიც ითვალისწინებს მოტოციკლს, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე არ აღემატება 35 კვტ-ს, ხოლო სიმძლავრის/წონის კოეფიციენტი − 0,2 კვტ/კგ-ს.

"A2" ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვებისთვის ასაკობრივი ზღვარი განისაზღვრება 18 წლიდან. 

"A2" ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოსაპოვებლად, დაინტერესბულმა პირმა საჭიროა, ჩააბაროს მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები.თუ პირი ფლობს "A1" ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას, მას უწევს მხოლოდ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება.

"A2" ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მქონე პირს უფლება აქვს, მართოს როგორც "AM" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება, ასევე, "A1" ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალება და ტრიციკლი, რომლის სიმძლავრე არ აღემატება 15 კვტ-ს", - აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system