თავში

"მონაცემები ოპტიმიზმის საშუალებას გვაძლევს" - იმნაძე

"მონაცემები ოპტიმიზმის საშუალებას გვაძლევს" - იმნაძე
მონაცემები ოპტიმიზმის საშუალებას გვაძლევს - იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ვაქცინაციის ამ ტემპით იმის მოლოდინი არ არის, რომ საქართველოს ისრაელის შედეგები ექნება ან აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის, რომლებმაც მოსახლეობის ნახევარი უკვე აცრეს, მაგრამ როდესაც დღეს ადამიანები იცრებიან, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი დაცული იქნებიან მძიმე დაავადებისგან.

პაატა იმნაძის თქმით, ვაქცინის რეგისტრაციაზე მოსახლეობის აქტიურობა ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.

"მონაცემები ოპტიმიზმის საშუალებას გვაძლევს. 45 000-ზე მეტი ადამიანი აიცრა და ვხედავთ, რომ თბილისში, "სინოფარმის" აცრაზე, თვის მეორე ნახევრის ჩათვლით, პრაქტიკულად, ყველა ადგილი დაჯავშნილია. ჩვენი ხალხი ნელ-ნელა რწმუნდება იმაში, რომ ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს, რაც ძალიან კარგი და სასიხარულოა. ჩვენ თუ გვინდა, ვიცხოვროთ ჩვენი წესებით და არა კოვიდის წესებით, ვაქცინაცია აუცილებელია",– განაცხადა იმნაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system