თავში

"მოპარული"კადრების გამო გახმაურებული კლიპის ავტორებს შესაძლოა უჩივლონ

"მოპარული"კადრების გამო გახმაურებული კლიპის ავტორებს შესაძლოა უჩივლონ
მოპარულიკადრების გამო გახმაურებული კლიპის ავტორებს შესაძლოა უჩივლონ

ქართველი მომღერლების შესრულებით კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად შექმნილი ვიდეორგოლი სკანდალის საგანი ხდება. როგორც ირკვევა კლიპში გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის კადრები მოხვდა, რომელზეც საავტორო უფლებები დაცული არ არის. ლაბორატორიის მმართველი პარტნიორი გიორგი ჩალაძე "ფეისბუქზე" წერს:

"კლიპი ვნახე. ლაბორატორიის კადრები გადაღებულია გენეტიკის ეროვნული ლაბორატორია • National Laboratory of Genetics-ში. ეს კადრები არის ჩემი გუნდის შექმნილი და დაცულია საავტორო უფლებით.

მე ნებართვა არ გამიცია. არც ჩემს პარტნიორს. არც ანაზღაურება მოგვითხოვია ან მიგვიღია.

კადრში ჩემი თანამშრომელი ჩანს როგორ მუშაობს. მასაც არ გაუცია ნებართვა.

ეს არის ქურდობა.
უფლების დარღვევა= კანონის დარღვევას.
ვინ არის ამ კლიპის ავტორი?".

შეგახსენებთ, რომ გუშინ ქართველი მომღერლების მონაწილეობით ვიდეორგოლი გავრცელდა, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად შეიქმნა. 

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system