თავში

"მოულოდნელად აზრი შეიცვალა" - რა ინფორმაციას ავრცელებს ანდრია ჯაღმაიძე

"მოულოდნელად აზრი შეიცვალა" - რა ინფორმაციას ავრცელებს ანდრია ჯაღმაიძე
მოულოდნელად აზრი შეიცვალა - რა ინფორმაციას ავრცელებს ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს. 

დეკანოზი ნინოწმინდის პანსიონატის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ყოფილი აღსაზრდელის შესახებ წერს. 

"რას მწერენ თითქოს გაგდებულ ბავშვზე: ეს ბავშვი სწავლობს მეუფე სპირიდონის უნივერსიტეტში, პირველკურსელია და ცხოვრობდა ეპარქიაში, მეუფეს განსაკუთრებით უყვარს, ზაფხულობით თავისთან მიჰყავდა ეპარქიაში პანსიონში ცხოვრების დროს. განსაკუთრებულად კარგად ექცეოდა ყველა, ერთი კვირის წინ საქციელს უწუნებდა იმ ბავშვებს ვინც პანსიონში ძალადობაზე საუბრობდნენ. 

მოულოდნელად აზრი შეიცვალა, უთქვამს, რომ ლომჯარია გაიმარჯვებსო და დაუწყია აგრესიულად მოქცევა. დაურეკავს 112-ში და უთხოვია, დამკითხონო. 

პოლიციიდან დაბრუნდა ისევ ეპარქიაში ძალიან აგრესიულად განწყობილი და შეიკეტა ოთახში. ამიტომ მეუფემ სიფრთხილისთვის რეზიდენციის გვერდზე 2 ოთახიან ბინაში გადასვლა და იქ დარჩენა შესთავაზა. ამის შემდეგ ჩაულაგებია ბარგი, დაურეკავს ისევ პოლიციაში და წასულა და თან ამბობდა ენჯეოები ყველაფრით უზრუნველმყოფენო", - წერს ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ყოფილ აღსაზრდელთან დაკავშირებით, გუშინ, 9 ივნისს, განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმა და მოუწოდა სახელმწიფო უწყებებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მცხოვრები და ყოფილი აღსაზრდელების უფლებრივი მდგომარეობის დაცვას.

"საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ყოფილ აღსაზრდელს, სავარაუდოდ, იძულებით დაატოვებინეს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი, მას შემდეგ, რაც მან სამართალდამცავ უწყებას ინფორმაცია მიაწოდა პანსიონში მისი ყოფნისას არსებული სავარაუდო ძალადობის ფაქტების შესახებ", - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system