თავში

მოსახლეობამ თელავი-გურჯაანის გზა გადაკეტა

მოსახლეობამ თელავი-გურჯაანის გზა გადაკეტა
მოსახლეობამ თელავი-გურჯაანის გზა გადაკეტა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში მოსახლეობის ნაწილმა პროტესტის ნიშნად თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა გადაკეტა.

ადგილობრივები ყურძნის ჩაბარებასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების თქმით, ღვინის ქარხანა მათ ყურძენს არ იბარებს.

ადგილზე მისულმა პოლიციამ გზის გახსნა და მოძრაობის აღდგენა სცადა, რა დროსაც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ის საავადმყოფოში გადაიყვანა.

ამ დროისთვის თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელი გზა გახნილია და გადააგილება აღდგენილია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system