თავში

მოსახლეობას ემუქრება კორონა-გენოციდი - დევი ტაბიძე

მოსახლეობას ემუქრება კორონა-გენოციდი - დევი ტაბიძე
მოსახლეობას ემუქრება კორონა-გენოციდი - დევი ტაბიძე

დღეს მოსახლეობას კორონა-გენოციდი ემუქრება, - ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორმა დევი ტაბიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დევი ტაბიძე კორონავირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებს საგანგაშოს უწოდებს. მისი პროგნოზით, დღიური შემთხვევების რაოდენობამ შესაძლოა, 7 000-ს გადააჭარბოს. 

„მოსახლეობას ამ ციფრებმა უნდა დაანახოს, რომ მდგომარეობა ძალიან რთულია. ამ ვირუსთან თამაში და ხუმრობა ნამდვილად არ შეიძლება. ყოველმხრივ არაორდინალური ვირუსია, რომელიც რომელ ახალ შტამს წარმოშობს კიდევ, არავინ იცის. 

გარდა ამისა, არსებობს დღევანდელი მოცემულობა, რასაც სეზონური გრიპის ვირუსები ჰქვია და უკვე მოხდა მათი გადაკვეთა. სწორედ ამიტომ, კიდევ მოიმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა. ჩემი აზრით, თუ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდა და ორგანიზებულები არ ვიქნებით, შესაძლებელია, ჩვენ მინიმუმ 7 000 ინფიცირებულსაც გადავცდეთ. ეს არის ძალიან მძიმე მოცემულობა, მაგრამ რეალობა. ჩვენ ვწინასწარმეტყველებდით და ვამბობდით, რომ რაოდენობა გასცდებოდა 4-5 ათასს, ახლა გაიზარდა და კიდევ გაიზრდება“,-განაცხადა ტაბიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამასთან, დევი ტაბიძე ამბობს, ამ ეტაპზე კლინიკებში საწოლების საკმარისი რაოდენობაა, თუმცა გადატვირთულობის გამო რეანიმაციული ღონისძიებების გატარების პრობლემა დგება, რადგან კლინიკაში მოხვედრილი პაციენტები სწრაფად მძიმდებიან, ხოლო მედპერსონალის ადამიანური რესურსი ამოუწურავი არ არის. შესაბამისად, ტაბიძე ვითარების კიდევ უფრო გაუარესებას პროგნოზირებს. 

ტაბიძე საველე ჰოსპიტლების ისევ გახსნის საჭიროებასაც არ გამორიცხავს, რადგან მისი განმარტებით, ვაქცინაციაზე მიმართვიანობა ძალიან დაბალია.

„თუ ასე გაგრძელდა, საველე ჰოსპიტლების საჭიროება გამორიცხული არ არის. ამ მომენტისთვის საჭირო არ არის, მაგრამ თუ ეს ციფრები კიდევ მოიმატებს, ნამდვილად იქნება... ის რაოდენობა, რომლითაც ვაქცინაცია ტარდება, არავითარ შედეგს არ გამოიღებს. ეს სრულ აცდენაშია ვაქცინაციის იმ გეგმასთან, რომელიც საკოორდინაციო და ვაქცინაციის საბჭომ დადო. ამას ყველა ადასტურებს, მე მარტო ერთი არ ვარ. უნდა შედგეს ჩამონათვალი იმ სამსახურების და ადამიანების, რომლებსაც უფრო მეტად უწევთ ადამიანების უფრო დიდ რაოდენობასთან კონტაქტი. სამედიცინო პერსონალი ვალდებულია, აიცრას", - განაცხადა ტაბიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system