თავში

მოსახლეობის რამდენი პროცენტი ემხრობა და ეწინააღმდეგება ვაქცინაციას საქართველოში

მოსახლეობის რამდენი პროცენტი ემხრობა და ეწინააღმდეგება ვაქცინაციას საქართველოში
მოსახლეობის რამდენი პროცენტი ემხრობა და ეწინააღმდეგება ვაქცინაციას საქართველოში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში მოსახლეობის 49% თანახმაა, რომ აიცრას, 20% მერყეობს, დანარჩენი კი წინააღმდეგია.

მისივე თქმით, ვაქცინაციამა დაამარცხა ბევრი ვერაგი დაავადება და დაამარცხებს კოვიდსაც. 

„ერთ წელიწადში მსოფლიოში უნდა აიცრას მოზრდილი მოსახლეობის 70%. მოზრდილი მოსახლეობა დაახლოებით 5 მილიარდს აღწევს. ყვავილის აღმოფხვრის კამპანია 12 წელი გრძელდებოდა, პოლიომიელიტის აღმოფხვრის კამპანია თითქმის 40 წელია მიმდინარეობს და 2 ქვეყანაშია დარჩენილი. ისეთი რამ, რაც 1 წელიწადში კოვიდთან დაკავშირებით ხდება, არ მომხდარა არც მსოფლიოში და არც საქართველოში. ჩვენ ავცერით მოსახლეობის დიდი რაოდენობა, დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი, მაგრამ ეს ხდებოდა 90-იან წლებში, სამი წლის განმავლობაში, როცა დიფთერია გვიტევდა ან პოლიომიელიტის კამპანიას ვაწარმოებდით, თუმცა ეს არ მომხდარა ერთ წელიწადში. 

ვიცი, როგორია საზოგადოების დამოკიდებულება. მოსახლეობის 49% თანახმაა, რომ აიცრას. 20% მერყეობს, დანარჩენი კი წინააღმდეგია. ჩვენი მიზანია, ამ 49%-ს მივცეთ საშუალება, ადვილად აიცრას. ამ 20%-ს ჩვენ და თქვენ, ჟურნალისტებმა, ერთად უნდა დავაჯეროთ, რომ აცრაზე უკეთესი არაფერი მოუგონია კაცობრიობას. აცრამ აღმოფხვრა ყვავილი - საშინელი დაავადება, რომელიც ათობით მილიონ ადამიანს კლავდა ყოველწლიურად. აცრა ამარცხებს პოლიომიელიტს, წითელას, ცოფს და უნდა დაამარცხოს კოვიდის. ამიტომ ეს 20%-ი უნდა დავარწმუნოთ და სერიოზულად ვიმუშაოთ დანარჩენ 30%-თან“, - აცხადებს გამყრელიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system