თავში

მოსალოდნელია, რომ ეს მოხდეს საქართველოშიც - გამყრელიძე

მოსალოდნელია, რომ ეს მოხდეს საქართველოშიც - გამყრელიძე
მოსალოდნელია, რომ ეს მოხდეს საქართველოშიც - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამის გავრცელებაზე ისაუბრა და განმარტა, რომ საქართველოში აღნიშნული შტამის ყველა შემთხვევა იმპორტირებულია. 

მისივე განცხადებით, ევროპის ქვეყნებში ბრიტანულ შტამს ინდური შტამი ანაცვლებს. 

„ჩემი ინფორმაციით, საქართველოში ინდური შტამის 20 შემთხვევაა დადასტურებული. ყველა მათგანი არის იმპორტირებული. ამ შტამის ცირკულაცია თანდათან იზრდება და აღწევს დაახლოებით 10-20 პროცენტს. მოგეხსენებათ, რომ ევროპის ქვეყნებში ის ანაცვლებს ბრიტანულ შტამს. მოსალოდნელია, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს მოხდეს საქართველოშიც“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system