თავში

მოსალოდნელია სიკვდილიანობის ზრდა - გაბუნია

მოსალოდნელია სიკვდილიანობის ზრდა - გაბუნია
მოსალოდნელია სიკვდილიანობის ზრდა - გაბუნია

ჩვენი მაქსიმალური ყურადღება ისევ და ისევ უნდა გადავიდეს პრევენციულ ღონისძიებებზე, რომ შემთხვევების შემდგომი მატება თავიდან ავიცილოთ, - ამის შესახებ თამარ გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მინისტრის მოადგილის პროგნოზით, კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან ერთად, მოსალოდნელია სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა.

„გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ გადააჭარბა 2 ათასს. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს გარკვეულწილად უკავშირდება ტესტირების დაბალ რაოდენობას სააღდგომო დღესასწაული პერიოდში. მაგრამ შემთხვევების რაოდენობა მაინც, მაღალი ალბათობით აჭარბებს 1000-ს. 100-დან 1500-მდე იქნება ალბათ მომდევნო კვირის განმავლობაში. განსაკუთრებით საყურადღებოა სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა, რაც ასევე მოსალოდნელია შემთხვევების მატებასთან ერთად. ამდენად, ჩვენი მაქსიმალური ყურადღება უნდა გადავიდეს პრევენციულ ღონისძიებებზე, რომ მოვახერხოთ შემთხვევების შემდგომი მატების თავიდან აცილება. 

ჰოსპიტალური სექტორის მობილიზაციის მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება, დამატებითი საწოლები ჩაერთო პროგრამაში, 6000-მდე საწოლი არის მობილიზებული. აქედან 1500-მდე საწოლი არის თავისუფალი, დანარჩენი დაკავებულია, განსაკუთრებით მაღალია დატვირთვის მაჩვენებელი თბილისში. ასევე აგრძელებენ მუშაობას კოვიდსასტუმროები და ონლაინკლინიკები. ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურდა ვაქცინაცია როგორც „ასტრაზენეკათი“ ასევე „სინოფარმით“, აქტიურია დაჯავშნა და „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის 18 000-მდე მოქალაქემ დაიკავა რიგი. რა თქმა უნდა, ვაქცინაციის აქტიური განხორციელება არის ჩვენთვის კიდევ ერთი გამოსავალი ეპიდემიის ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით“, - განაცხადა გაბუნიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system