თავში

მოსამართლეობის კანდიდატ ზაზა თავაძეს საკუთარი ციტატა ჯეფერსონის გამონათქვამი ეგონა

მოსამართლეობის კანდიდატ ზაზა თავაძეს საკუთარი ციტატა ჯეფერსონის გამონათქვამი ეგონა
მოსამართლეობის კანდიდატ ზაზა თავაძეს საკუთარი ციტატა ჯეფერსონის გამონათქვამი ეგონა

უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატ ზაზა თავაძეს საკუთარი ციტატა თომას ჯეფერსონის გამონათქვამი ეგონა. ციტატა მას არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძემ წაუკითხა და ჰკითხა; ეცნობოდა თუ არა ეს სიტყვები, ან იცოდა თუ არა, ვინ იყო ავტორი. პასუხად თავაძემ თქვა, რომ ეს სიტყვები ჯეფერსონს ეკუთვნის.

კითხვის ავტორმა მოსამართლეობის კანდიდატს განუმარტა, რომ ციტირებული სიტყვები მას ეკუთვნოდა. რაზეც ზაზა თავაძემ განაცხადა:

"ვის შევადარე თავი. ძაან მომეწონა. ნუ, ახლა ამერიკის მესამე პრეზიდენტად მე მაგის საშუალება არ მექნება, მარა... თუ, რა თქმა უნდა, თქვენ გადაწყვეტთ დადებითად, უახლოეს მომავლში არ მექნება". 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system