თავში

მოსკოვის გამზირზე რეკრეაციული სივრცე გაიხსნა

​მოსკოვის გამზირზე რეკრეაციული სივრცე გაიხსნა
მოსკოვის გამზირზე რეკრეაციული სივრცე გაიხსნა

მოსკოვის გამზირზე მულტიფუნქციური რეკრეაციული სივრცე მოეწყო. სკვერი N36 ბ და N36 გ კორპუსების მიმდებარედ მდებარეობს. მის გახსნას, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ,დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო.

სკვერისთვის კეთილმოეწყო 2 300 კვ.მ ფართობის ტერიტორია და განთავსდა როგორც დასასვენებელი, ისე სპორტული ინფრასტრუქტურა. მათ შორის, საბავშვო გასართობი მოედანი და კომბინირებული სპორტული მოედანი. ტერიტორიაზე მოეწყო ორი დასასვენებელი პავილიონი. ასევე, ფიტნეს ზონა, რომელიც ათ ტრენაჟორს მოიცავს.

თბილისის მერიის ცნობით, სკვერის მოწყობამდე, მიმდებარე ტერიტორიაზე მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები და სრულად შეიცვალა წყალარინების სისტემა. 3 200 კვ.მ ფართობზე დაიგო ასფალტის საფარი.

გახსნის ღონისძიებაზე თბილისის მერიის „ბიგ ბენდის“ კონცერტი გაიმართა. საკონცერტო რეპერტუარი სოლო შემსრულებლებმა წარმოადგინეს. ასევე, ჩატარდა სხვადასხვა სპორტული აქტივობა.

„ბავშვებისთვის ფეხბურთისა და კალათბურთის მოედანიც გაკეთდა. ყველანაირი სივრცე მოეწყო, რაც ამ პატარა ტერიტორიაზე იყო შესაძლებელი. ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ. მთავარი ამოცანაა, ყველა რაიონში და ყველა უბანში შევიდეთ. ყველგან გვაქვს მიდგომა, რომ ასეთი სკვერები გავამწვანოთ და მოვაწესრიგოთ", - განაცხადა გახსნის ცერემონიალზე დედაქალაქის მერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system