თავში

მამუკა ხაზარაძემ ბიძინა ივანიშვილს თბილისი-მოსკოვის რეისზე ბილეთი უყიდა - PHOTO

მამუკა ხაზარაძემ ბიძინა ივანიშვილს თბილისი-მოსკოვის რეისზე ბილეთი უყიდა - PHOTO
მამუკა ხაზარაძემ ბიძინა ივანიშვილს თბილისი-მოსკოვის რეისზე ბილეთი უყიდა - PHOTO

საქალაქო სასამართლოში, სადაც ამ წუთებში "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების სასამართლო პროცესი იწყება, მამუკა ხაზარაძემ თბილისი-მოსკოვის მიმართულებით კომპანია "აეროფლოტის" სამგზავრო ბილეთი მიიტანა, რომელიც მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს უყუდა.

"გრძელდება ბიძინა ივანიშვილის პროკურატურის შოუ, თუმცა მე მინდა ახლა სხვა განცხადება გავაკეთო. ჩვენ მოვისმინეთ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, როცა მან თქვა რომ დააფინანსებს 35 ევროიან ბილეთებს ქუთაისის აეროპორტიდან და ჩვენს მოსახელობას, იმ ადამიანებს, რომლებსაც ასე სჭირდებათ სამუშაო ადგილები და ნორმალური, ღირსეული ცხოვრება ჩვენს ქვეყანაში, გაუშვებს ქვეყნიდან ბიუჯეტის ხარჯზე. დაეხმარება ჩვენს ისედაც დემოგრაფიულად კლებად ერს, ძალიან მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფ ჩვენს მოსახლეობას, უცხოეთში დასაქმებაში. ამას აკეთებს ჩვენი ბიუჯეტით, ჩვენი გადასახადებით და პრაქტიკულად, ეუბნება ჩვენს მოსახლეობას - საქართველო ქართველების გარეშე. მე გადავწყვიტე და ვუყიდე ბიძინა ივანიშვილს ბილეთი, ეს არის "აეროფლოტის" ბილეთი, ბიძინა ივანიშვილის სახელზე. ეს არის თბილისი-მოსკოვის რეისი. მინდა ვუთხრა მას, რომ ეს არ არის 35 ევროიანი ბილეთი, ეს არის ბიზნესკლასის ბილეთი, იმიტომ რომ ის შეჩვეულია კარგ ცხოვრებას. ამ ბილეთით მას შეუძლია დატოვოს ჩვენი ქვეყანა და ამის შემდეგ ჩვენი ქვეყანა დაადგება ნორმალური განვითარების გზას" - განაცხადა ხაზარაძემ. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700 000 – 700 000-ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. 


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system