თავში

მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში დედაქალაქის პარალიზებას მოვახდენთ - რიონის მცველები

მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში დედაქალაქის პა
მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში დედაქალაქის პარალიზებას მოვახდენთ - რიონის მცველები

რიონის მცველების აქციაზე რამდენიმე მოთხოვნა გაჟღერდა. 

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ მათი მოთხოვნა მორატორიუმის გამოცხადებაა. 

"ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ხელისუფლებასთან ყველანაირი დიალოგი ამოწურულია. დღეს დასრულდა იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენ დავმსხდარიყავით მათთან და ეს მოჩვენებითი თითქოს დიალოგები გაგვემართა ან გავმართოთ. ამიტომ, დღეს ჩვენი მოთხოვნები არის მკაფიო:

- კომპანია „ენკამ“ უნდა დატოვოს რიონის ხეობა, უნდა გაწყდეს ის ანტისახელმწიფოებრივი ხელშეკრულება, რომელიც კომპანიასთან დადებულია, რომელიც გულისხმობს რიონის ხეობის მთლიანად კერძო საკუთრებაში გაცემას.

- ზოგადად, გაუქმდეს ყველა სახის დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან დღემდე არის გაცემული.

- ასევე, მოვითხოვთ, მორატორიუმის გამოცხადებას, პაუზის აღებას ამ სექტორში, რომ ის აზრი, რომელიც თქვენ გაქვთ, გათვალისწინებული იყოს", - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა. 

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია გარკვეული იყოს, რა მიმართულებით მიდის ქვეყანა ენერგოსექტორში. 

აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში შესაძლოა დედაქალაქის პარალიზება მოახდინონ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system