თავში

მოწამლულია 19 ბავშვი - რას აცხადებენ მარტვილის ბაღების გაერთიანებაში

მოწამლულია 19 ბავშვი - რას აცხადებენ მარტვილის ბაღების გაერთიანებაში
მოწამლულია 19 ბავშვი - რას აცხადებენ მარტვილის ბაღების გაერთიანებაში

მარტვილის მერიის სკოლამდელ საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის დირექტორის ირმა გაბისონიას თქმით, მარტვილის მეორე ბაღა-ბაღში სულ 19 ბავშვი მოიწამლა. აღსაზრდელებს ინტოქსიკაციის ნიშნები საუზმის შემდეგ დაეწყოთ. 

როგორც report.ge-ს ირმა გაბისონიამ უთხრა, აღსაზრდელებმა ინტოქსიკაცია სასმელი წყლით ან საკვებით მიიღეს.

,,ანალიზი რაც გაკეთდა, აჩვენებს, რომ ეს არის საკვებით ან წყლით ინტოქსიკაცია. გამოვიძახეთ ყველა შესაბამისი სამსახური, ჩატარდება კვლევა და დადგინდება, რით მოიწამლნენ ბავშვები. ჩატარდება კვლევა იმ საკვებზეც რაც მიირთვეს ბავშვებმა საუზმეზე, სადილის მირთმევა ყველამ ვერ მოასწრო, რადგან ბავშვების ნაწილი მანამდე გახდა ცუდად", - განუცხადა report.ge-ს ირმა გაბისონიამ. 

მისივე თქმით, 2  სამედიცინო დაწესებულებაში 19 ბავშვი მკურნალობს. მათი მდგომარეობა სტაბილურია. 

ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა სურსათის უვნებლობის სააგენტომაც. უწყების ცნობით, სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები ადგილზე იმყოფებიან და ბაგა- ბაღის კვების ბლოკში განახორციელებენ ინსპექტირებას, აგრეთვე აიღებენ ნიმუშებს ლაბორატორიული კვლევისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system