თავში

მოწამვლის სიმპტომებით კლინიკაში 50-მდე ბავშვი შეიყვანეს - პაციენტების ნაკადი არ წყდება

მოწამვლის სიმპტომებით კლინიკაში 50-მდე ბავშვი შეიყვანეს - პაციენტების ნაკადი არ წყდება
მოწამვლის სიმპტომებით კლინიკაში 50-მდე ბავშვი შეიყვანეს - პაციენტების ნაკადი არ წყდება

სამედიცინო ცენტრ „იავნანაში“ მოწამვლის სიმპტომებით 50-მდე ბავშვი შეიყვანეს. ბავშვების ნაწილი კლინიკაში გუშინ საღამოს მოათავსეს. 

როგორც report.ge-ს "იავნანაში" განუცხადეს, მცირეწლოვანი პაციენტები კლინიკაში თვითდინებით ამ დრომდე შედიან. 

"გუშინ შემოვიდნენ, მაგრამ ამ დრომდე მოდიან თვითდინებით, აქვთ ინტოკსიკაციის ნიშნები. რას უკავშირდება აღნიშნული, ამაზე ახლა ვერაფერს გეტყვით. მშობლებთან გასაუბრების შესაძლებლობაც კი არ იყო ამ დრომდე, რადგან სავსეა კლინიკა და ამ წუთებშიც ვიღებთ პაციენტებს" - განაცხადა კლინიკის მენეჯერმა.  

ბავშვები გორის კომბინატის დასახლების მცხოვრებლები არიან. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა სავარაუდო მოწამვლის მიზეზი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system