თავში

მოწოდება, აიღონ პასუხისმგებლობა, არ არის ძალადობა - ეკა მიშველაძე

მოწოდება, აიღონ პასუხისმგებლობა, არ არის ძალადობა - ეკა მიშველაძე
მოწოდება, აიღონ პასუხისმგებლობა, არ არის ძალადობა - ეკა მიშველაძე

ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ განაცხადა, რომ სტუდიებიდან ქუჩაში მედიის წარმომადგენლებმა იმიტომ გადმოინაცვლეს, რომ ხელისუფლებას მოსთხოვონ ყველაფერი, რაც მათ ევალებათ იმისთვის, რომ შეძლონ დემოკრატიულ, თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება. 

მისი თქმით, კრიტიკული კითხვების დასმა და მოწოდება, აიღონ პასუხისმგებლობა - არ არის ძალადობა.

"ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ თავისუფალ, დემოკრატიულ ქვეყანაში, სწორედ ამიტომ ვდგავართ ქუჩაში. სტუდიებიდან სწორედ ამიტომ გამოვედით ქუჩაში და მათგან განსხვავებით, ამ ხელისუფლებისგან განსხვავებით, რომელიც ყოველდღიურად ძალადობს, შეურაცხყოფას აყენებს მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, რა მნიშვნელობა აქვს, რომელ პროფესიას წარმოვადგენთ, ჩვენ ყველა ადამიანს წარმოვადგენთ, იმიტომ, რომ ჩვენ ყველა ოჯახში მივდივართ ჩვენი ტელეეთერებით, ასე რომ, ამათგან განსხვავებით, ჩვენ ყველა ადამიანი გვიყვარს, არავინ არ გვძულს და არავის მიმართ არ გამოვხატავთ სიძულვილს და არავიზე ვძალადობთ, რადგან კრიტიკული კითხვების დასმა და მოწოდება იმაზე, რომ აიღონ პასუხისმგებლობა იმაზე, რაც გააკეთეს - არ არის ძალადობა", - განაცხადა ეკა მიშველაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system