თავში

მოწყვლადი ჯგუფების მხარდასაჭერად ევროკავშირი საქართველოში ახალ პროექტებს იწყებს

მოწყვლადი ჯგუფების მხარდასაჭერად ევროკავშირი საქართველოში ახალ პროექტებს იწყებს
მოწყვლადი ჯგუფების მხარდასაჭერად ევროკავშირი საქართველოში ახალ პროექტებს იწყებს

ევროკავშირი Covid-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში მოწყვლადი ჯგუფების მხარდასაჭერად ახალ პროექტებს იწყებს. 

სამი ახალი პროექტი, რომელსაც ევროკავშირის პარტნიორი ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციები განახორციელებენ, მიმართულია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარებაზე, საქართველოს მასშტაბით. ამის შესახებ report.ge-ს ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს. 

მათი განმარტებით, პროექტები, რომელსაც განახორციელებენ ევროკავშირის პარტნიორი ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციები „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“, „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, დაეხმარება ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საქართველოს მასშტაბით. 

”ევროკავშირი, კრიზისის დაწყების დღიდან მხარში უდგას საქართველოს და ასე გააგრძელებს. განსაკუთრებით მოწყვლადი ადამიანების კეთილდღეობა, თავიდანვე იყო ევროკავშირის ზრუნვის საგანი, ხოლო მათი მხარდაჭერა ევროკავშირის მიერ Covid-19-ის კრიზისით გამოწვეული პრობლემის დასაძლევად საქართველოსთვის გაწეული დახმარების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენდა. ჩვენ მაქსიმალურად მოკლე დროში მოვახდინეთ საჭირო რესურსების მობილიზება და დღეს, მე დიდი სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ იწყება სამი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელთა მიზანია იძულებით გადაადგილებული პირთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარება. პროექტებს შესაბამის სფეროში გამოცდილების მქონე საზოგადოებრივი ორგანიზაციების განახორციელებენ. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით მათთან თანამშრომლობის დაწყებას “, - განაცხადა კარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system