თავში

დღეს გენერალური პროკურორობის ორ მსურველს მოუსმინეს

დღეს გენერალური პროკურორობის ორ მსურველს მოუსმინეს
დღეს გენერალური პროკურორობის ორ მსურველს მოუსმინეს

საპროკურორო საბჭო საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად წარმოდგენილ ორ პირს - დავით კოდანაშვილს და სოფიო შენგელიას გაესაუბრა, - ამის შესახებ report.ge-ს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს. 

უწყების ინფორმაციით, კანდიდატებმა საპროკურორო საბჭოს წარუდგინეს საქართველოს პროკურატურის განვითარების ხედვა, სტრატეგია და საპროკურორო საბჭოს წევრების შეკითხვებს უპასუხეს.

გასაუბრების პროცესის ღიაობისა და გამჭირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, გასაუბრების პროცესი საპროკურორო საბჭოს ფეისბუქ-გვერდზე ,,ლაივ სტრიმით“ გადაიცემოდა.

საპროკურორო საბჭო ერთიან სიაში შეყვანილ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირებთან ინდივიდუალურ გასაუბრებას 4 თებერვალს,  11:00 საათზე გააგრძელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system