თავში

მოვაჭრეები ბაზრობების გახსნას ითხოვენ

მოვაჭრეები ბაზრობების გახსნას ითხოვენ
მოვაჭრეები ბაზრობების გახსნას ითხოვენ

საქართველოს მასშტაბით არსებული ბაზრობების გახსნას იქ მომუშავე მოვაჭრეები ითხოვენ. მათ ამის საშუალებას სამართალდამცველები არ აძლევენ. 

თბილისში, "ბავშვთა სამყაროს" მიმდებარედ გამართულ აქციაზე პოლიციამ დემონსტრანტებს რეგულაციების მოთხოვნები გააცნო და აუხსნა, რომ თუ უნებართვოდ წამოიწყებდნენ ვაჭრობას, ისინი დაჯარიმდებოდნენ. 

"ახალგაზრდა ადვოკატები" ბაზრობებზე დასაქმებული პირების მხარდასაჭერ განცხადებას ავრცელებს. იურისტ ბერდია ჯაჯანიძის განცხადებით, მთავრობას აქვს გონივრული დრო, გადახედოს საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას და არსებული რთული სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ეკონომიკური აქტიურობის შესაძლებლობა მისცეს ბაზრობების ტიპის მსხვილ სავაჭრო ცენტრებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system