თავში

მოვეხვიე და თვითონაც ჩამეხუტა - რუსთავში ახალგაზრდა ქალი ხიდიდან ხტებოდა

მოვეხვიე და თვითონაც ჩამეხუტა - რუსთავში ახალგაზრდა ქალი ხიდიდან ხტებოდა
მოვეხვიე და თვითონაც ჩამეხუტა - რუსთავში ახალგაზრდა ქალი ხიდიდან ხტებოდა

რუსთავში ახალგაზრდა გადაარჩინეს, რომელიც ხიდიდან გადახტომას ცდილობდა. თვითმხილველის თქმით, თქმით 28 წლის გოგო შოკურ მდგომარეობაში იყო.

"ვარჯიშის შემდეგ პარკიდან ამოვდიოდი და მეგონა, რომ მეთევზე იყო. ხშირად დგანან ხოლმე აქ მეთევზეები. რომ მივუახლოვდი უკვე დავინახე გოგო იყო და მივხვდი, რაღაც არ იყო ისე. თვითონაც დაძაბული იყო, მეც დავიძაბე და არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. შევატყვე, რომ ტელეფონი და საფულე მოაჯირზე ედო, ცდილობდა გადამხტარიყო. მე რომ მივუახლოვდი შეეშინდა, მოვეხვიე და თვითონაც ჩამეხუტა. არ ვიცი საიდან, თუმცა მერე უკვე ქალბატონები მოვიდნენ და მომეხმარნენ გადმოყვანაში. დავამშვიდეთ. ჯებირზე გადასული იყო ზურგით იდგა და ხელები მოაჯირზე ეკიდა. ემოციურად მძიმედ იყო, ტიროდა. რომ იტირა მიხვდა თვითონაც რას აკეთებდა, მანამდე ვერ ხვდებოდა ისეთ შოკურ მდგომარეობაში იყო„- იხსენებს თვითმხილველი შაკო ქუმსიშვილი "ინფო რუსთავთან" საუბრისას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system