თავში

მოვითხოვ, დაისაჯოს პატრიარქი - პეტრე ცაავა

მოვითხოვ, დაისაჯოს პატრიარქი - პეტრე ცაავა
მოვითხოვ, დაისაჯოს პატრიარქი - პეტრე ცაავა

მე ვითხოვ და წმინდა სინოდი ვალდებულია, რომ განიხილოს პატრიარქის მიმართ, ჩემს მიერ წაყენებული ბრალდება  და რჯულის კანონის მიხედვით დასაჯოს ის, - ამის შესახებ ყოფილმა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრე ცაავამ განაცხადა.

მისი თქმით,  სინოდის წევრებმა უნდა იმოქმედონ და კათალიკოს პატრიარქს, ილია მეორეს პასუხი მოსთხოვონ.  

"წმინდა სინოდი ვალდებულია, რომ ბრალდება რომელიც ჩემს მიერ იქნა გაჟღერებული კათალიკოს პატრიარქის მიმართ და რომელსაც თავისი მყარი მტკიცებულებები ახლავს, იქნეს განხილული და რჯულის კანონის შესაბამისად მოხდეს რეაგირება, ანუ დაისაჯოს კათალიკოს პატრიარქი, რომელიც ამ მძიმე ცოდვის ქვეშ, უწმინდური პიროვნება, ათწლეულებია მართავს საქართველოს ეკლესიას.

სინოდის წევრებმა იმოქმედონ და მას გაუუქმდეს მოსაყდრის დასახელების უკანონო უფლება ან გადადგეს თვითონ და წმინდა სინოდმა აირჩიოს ახალი კათალიკოს პატრიარქი 40 დღის ვადაში. ამასთან, გადამდგარი პატრიარქის მიმართ, ჩემი ბრალდების თანახმად, უნდა შედგეს საეკლესიო სასამართლო", - განაცხადა პეტრე ცაავამ.

ცნობისთვის, რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის მტკიცებით 11 თებერვალს, სინოდის სხდომაზე, ილია მეორის გადაყენება იგეგმება.  

აღნიშნულ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთნ ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ანდრია ჯაღმაიძემ "ფანტაზია" უწოდა.

საპატრიარქომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ 11 თებერვალს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება, თუმცა სხდომაზე განსახილველი საკითხები არ დააკონკრეტა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system