თავში

"მოვითხოვოთ კატეგორიულად, მოგვცენ სააკაშვილის ნახვის უფლება" - ექიმი

"მოვითხოვოთ კატეგორიულად, მოგვცენ სააკაშვილის ნახვის უფლება" - ექიმი
მოვითხოვოთ კატეგორიულად, მოგვცენ სააკაშვილის ნახვის უფლება - ექიმი

"ორ კვირაზე მეტია, რაც არც ერთი ექიმი არ შესულა პაციენტ სააკაშვილთან, რაც ნიშნავს იმას, რომ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, ამიტომ ვერანაირ დასკვნებს ვერ გავაკეთებთ", - ამის შესახებ ცენტრ "ემპათიას" კონსილიუმის წევრმა, ექიმმა ლალი ჯავაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ექიმები პენიტენციური სისტემისგან მოითხოვენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის ციხეში შეუშვან.

"ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში, ყველაზე მთავარია პაციენტის ინტერესი, უზენაესია ეს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ შემომიერთდებიან ჩემი კოლეგები, რომლებიც ეთანხმებიან ჩემ მოსაზრებას, გავერთიანდებით და მოვითხოვთ კატეგორიულად პენიტენციალური სისტემისგან, რომ მოგვცენ უფლება დაუყოვნებლივ ვინახულოთ პაციენტი და დავიცვათ მისი სიცოცხლის ინტერესი",- ამბობს ცენტრ "ემპათიას" კონსილიუმის წევრი ლალი ჯავაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system