თავში

თბილისში მატარებელი მოზარდს დაეჯახა

​თბილისში მატარებელი მოზარდს დაეჯახა
თბილისში მატარებელი მოზარდს დაეჯახა

თბილისში სამგზავრო მატარებელი 12 წლის ბიჭს დაეჯახა. 

მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც report.ge-ს კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზეა. 

არსებული ინფორმაციით, ბიჭი ლიანდაგზე გადადიოდა, ყურსასმენები ეკეთა და მატარებლის საყვირის ხმა ვერ გაიგონა.

შსს-ში report.ge-ს უთხრეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო - რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა სპეციალურად ევალება, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system