თავში

მყვინთავები ჩავიდნენ და ნახონ - მდინარე რიონში მოზარდის ძებნა გრძელდება

მყვინთავები ჩავიდნენ და ნახონ - მდინარე რიონში მოზარდის ძებნა
მყვინთავები ჩავიდნენ და ნახონ - მდინარე რიონში მოზარდის ძებნა გრძელდება

აბაშაში, მდინარე რიონში გაუჩინარებული ბავშვის ოჯახის წევრები სამძებრო სამუშაოებში მყვინთავების ჩართვას ითხოვენ. 

მათი თქმით, იმედი აღარ აქვთ, რომ ბავშვს ცოცხალს იპოვიან, ამიტომ ითხოვენ მყვინთავებმა ცხედარი ფსკერზე მოძებნონ. 

"ვითხოვთ მყვინთავები ჩავიდნენ და ნახონ. თუ არ ჩაყვინთავენ, აზრი არ აქვს. ჩავიდნენ გუშინ ჩვენი ბიჭები, ორმოცნი იყვნენ და საკმაო მანძილზე გავიდნენ, მაგრამ სადაც წყალი ღრმაა, ვერავინ შევიდა", - აცხადებს ოჯახის ახლობელი.

აბაშაში, მდინარე რიონში მოზარდის ძებნა ამ დრომდე გრძელდება.

მოზარდი სოფელ გულისკარში ცხოვრობს, ის კიდევ 3 ბავშვთან ერთად მდინარეზე სათევზაოდ იყო, რა დროსაც წყლის ძლიერმა დინებამ გაიტაცა, შემთხვევა 21 აგვისტოს მოხდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system