თავში

მსახიობი ლეილა ძიგრაშვილი გარდაიცვალა

მსახიობი ლეილა ძიგრაშვილი გარდაიცვალა
მსახიობი ლეილა ძიგრაშვილი გარდაიცვალა

მსახიობი ლეილა ძიგრაშვილი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსახიობმა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი 1947 წელს დაამთავრა.

1947 წელს ძიგრაშვილი ჩაირიცხა სოხუმის დრამატული თეატრის ქართულ დასში; 1948-1966წწ. თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში იყო, ხოლო 1966-წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობია. 

მსახიობის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს რუსთაველის თეატრი:

"რუსთაველის ეროვნული თეატრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს სახალხო არტისტის ლეილა ძიგრაშვილის გარდაცვალების გამო. სამძიმარს ვუცხადებთ განსვენებულის ოჯახს" - აღნიშნულია წერილში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system