თავში

"მსგავსი თაღლითური ქმედებები აზიანებს საქართველოს იმიჯს" - მედეა ჯანიაშვილი

"მსგავსი თაღლითური ქმედებები აზიანებს საქართველოს იმიჯს" - მედეა ჯანიაშვილი
მსგავსი თაღლითური ქმედებები აზიანებს საქართველოს იმიჯს - მედეა ჯანიაშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კაფე-ბარებში ტურისტებისგან დიდი ოდენობით თანხების დაუფლების თაღლითური სქემის გაშიფვრას და დამნაშავის დაკავებას, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ეხმაურება.

მედეა ჯანიაშვილი აცხადებს, რომ მსგავსი თაღლითური ქმედებები მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოს როგორც ტურისტული ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო ბაზარზე.

"მსგავსი თაღლითური ქმედებები მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოს როგორც ტურისტული ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო ბაზარზე. ამდენად, მნიშვნელოვანია და რათქმაუნდა ძალზედ მისასალმებელი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ასეთი ფაქტების ოპერატიულად გამოვლენა და აღკვეთა", - აცხადებს მედეა ჯანიაშვილი.

დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცველებმა თბილისში მდებარე კაფე-ბარებში ტურისტებისგან დიდი ოდენობით თანხების დაუფლების თაღლითური სქემა გამოავლინეს და ბრალდებული პირი დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system