თავში

მშენებლები ვარაუდობენ, რომ კიდევ შეიძლება მოხდეს ჩამოშლა - ვახტანგ გომელაური

მშენებლები ვარაუდობენ, რომ კიდევ შეიძლება მოხდეს
მშენებლები ვარაუდობენ, რომ კიდევ შეიძლება მოხდეს ჩამოშლა - ვახტანგ გომელაური

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ბათუმში ჩამოშლილი კორპუსის გაწმენდითი სამუშაოები შეჩერებულია, რადგან შესაძლოა ნგრევის საფრთხე ისევ არსებობდეს. მისი განცხადებით ადგილზე მშენებელი კონსტრუქტორები, სპეციალისტები მუშაობენ, რომლებიც შეისწავლიან მდგომარეობას და გასცემენ რეკომენდაციას სამაშველო სამუშაოების გაგრძელების თაობაზე. 

მინისტრის თქმით ნანგრევებში 8 გარდაცვლილი იპოვეს. ამით ცხედრების ძებნა დასრულებულია. 

"პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო ოჯახებს ძალიან მძიმე სიტუაცია. 9 ადამიანია გარდაცვლილი. ყველას ოჯახებს ვუსამძიმრებ, უმძიმესი დღე იყო ნამდვილად გუშინ, დღესაც, რა თქმა უნდა. 

ახლა ვიპოვეთ მეცხრე გარდაცვლილი, რომელსაც ვეძებდით და ჩვენი ვარაუდით არცერთი დაკარგული აღარ არის და სამძებრო სამუშაოები შეჩერდება. 

იქედან გამომდინარე, რომ მშენებლები ვარაუდობენ, რომ კიდევ შეიძლება მოხდეს ჩამოშლა რაღაც ნაწილის, სულ ცოტა, ვხედავთ, რომ ე.წ. სინკარები ბეტონებია გადმოწეული და სანამ არ მოხდება მშენებლების შეკრება, იმსჯელებენ, როგორ უნდა მოხდეს ბეტონების ჩამოხსნა, დაექვემდებარება თუ არა დემონტაჟს ნაწილი მაინც რომელიც იყო მიბმული ამ კორპუსზე, ამას უკვე მშენებლები გადაწყვეტენ. სამწუხაროდ, 9 გარდაცვლილია და ორი ცოცხალი გადარჩა სავარაუდოდ. 

გამოძიებამ უნდა ნახოს საძირკველში რა მოხდა, რამ გამოიწვია ნგრევა, აქედან გამომდინარე ჩვენ ვერ ვაჩერებთ ამ სამუშაოებს რაღაც დროის განმავლობაში, რომ მოგვცენ მშენებლებმა ნებართვა, გავაგრძელოთ თუ არა ჩვენი სამუშაოები, რომ ამ სამუშაოებმა არ გამოიწვიოს ნგრევა და არ ჩამოწვეს კორპუსის მეორე ნახევარი კიდევ", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system