თავში

მშენებლობიდან გადმოვარდნილი მუშა გარდაიცვალა

მშენებლობიდან გადმოვარდნილი მუშა გარდაიცვალა
მშენებლობიდან გადმოვარდნილი მუშა გარდაიცვალა

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ორი კვირის წინ მშენებლობიდან გადმოვარდნილი მამაკაცი გარდაიცვალა.

როგორც რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორი ირაკლი გოგინავა აცხადებს, პაციენტის მდგომარეობა შეყვანისთანავე მძიმე იყო, მოტეხილი ჰქონდა ყველა ძვალი და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე 27 ოქტომბერს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს კორპუსების მშენებლობაზე დასაქმებული მამაკაცი მეოთხე სართულიდან გადმოვარდა. ის საქართველოში სამუშაოდ აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა.

სამუშაოებს კომპანია "თ მ" აწარმოებს. გარდაცვლილი მშენებლობაზე ათი დღის დასაქმებული იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system