თავში

"მშივრები დავიხოცებით" - მეყვავილეების აქცია თბილისში

"მშივრები დავიხოცებით" - მეყვავილეების აქცია თბილისში
მშივრები დავიხოცებით - მეყვავილეების აქცია თბილისში

"რით უნდა ვიცხოვროთ, მშივრები დავიხოცებით",- ამის შესახებ უნივერსიტეტის ქუჩაზე მეყვავილეების აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა.

უმუშევრად დარჩენილებმა ქვეყანაში არსებული ახალი რეგულაციები გააპროტესტეს.

აქციის მონაწილის თქმით, აქამდე არსებულ რეგულაციებს ემორჩილებოდნენ, თუმცა ახალი რეგულაციებით საარსებო წყარო შეუწყდათ. 

"საღამომდე, 17:00 საათამდე მუშაობდნენ დილის გამყიდველები, მერე ვიცვლებოდით ჩვენ, მეორე ცვლა, ვმუშაობდით 20:00 საათამდე. არ დავარღვიეთ მაგათი არაფერი, რატომ გვირღვევენ ჩვენ ცხოვრებას და რატომ გვიკარგავენ ხელფასებს, ვერ გამიგია. როგორ უნდა ვიცხოვროთ, მშივრები დავიხოცებით. გინდა კორონას დავუხოცივართ, გინდა კიდე შიმშილს. არ შეიძლება ესეთი რაღაცა, რასაც ეს მთავრობა აკეთებს. ასეთი მთავრობა არ ყოფილა ამ ქვეყანაში. აი, გამოჩნდა "ოცნება" რა ყოფილა",- განაცხადა აქციის მონაწილემ.

ცნობისთვის, 28 ნოემბერს პანდემიასთან დაკავშირებით ახალი მკაცრი რეგულაციები ამოქმედდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system