თავში

მშობელი მორალურად არის გულგატეხილი - კოვიდინფიცირებულმა ქალმა ნაყოფი დაკარგა

მშობელი მორალურად არის გულგატეხილი - კოვიდინფიცირებულმა ქალმა ნაყოფი დაკარგა
მშობელი მორალურად არის გულგატეხილი - კოვიდინფიცირებულმა ქალმა ნაყოფი დაკარგა

ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებულმა ორსულმა ბავშვი დაკარგა. ნაყოფი 26 კვირის იყო. 

როგორც report.ge-ს ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტორმა განუცხადა, მიმდინარეობს კვლევა ბავშვის გარდაცვლალების მიზეზების დასადგენად. ნუგზარ პაპავას თქმით, უცნობია, რამდენად შეიძლება ყოფილიყო კორონავირუსი ნაყოფის დაკარგვის მიზეზი. 

"მუცლადყოფნის დროს გულისცემა შეწყდა ნაყოფის და დაჩქარებული წესით ვამშობიარეთ ქალბატონი. სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდება გარდაცვლილს. ჩატარდება პლაცენტისა და ჭიპლარის კვლევა. ბავშვი 26 კვირის იყო. კოვიდინფიცირებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ფასდებოდა მძიმედ. პაციენტი შემოვიდა პირველ ოქტომბერს, ორი დღის განმავლობაში ჰქონდა ცხელება, შემდეგ ცხელებაც აღარ ჰქონია და ნორმალურად გრძნობდა თავს. მას ანამნეზში აღენიშნება დაავადება, რაც საყურადღებო იყო, მაგრამ თავად არ აღმოჩნდა გამოკვლეული ამ კუთხით. სულ სამჯერ იმშობიარა და ერთი ცოცხალი შვილი ჰყავს, რადგან ერთი 41 კვირის ნაყოფი ადრეც დაკარგა. მეორე შემთხვევა ახლა მოხდა. მშობელი ფიზიკურად თავს კარგად გრძნობს, თუმცა მორალურად არის გულგატეხილი. ჩვენ მოვიწვიეთ კონსილიუმი მის საკითხზე და ექიმებმა მისცეს რეკომენდაცია, რომ შემდეგი ორსულობა მისი დაავადების მკურნალობის შემდეგ, ექიმების მეთვალყურეობით წარიმართოს ",- განუცხადა ნუგზარ პაპავამ report.ge-ს.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 10225-მდე გაიზარდა.

გარდაიცვალა კიდევ 3 პაციენტი. სულ გარდაცვლილია 66 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 318 პაციენტი და სულ, განკურნებულთა რაოდენობა 5 553-ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system