თავში

"მშობლებს ვურჩევდი, კარგად აკონტროლონ ბავშვების ინტერნეტსივრცე" - თამარ თანდაშვილი

"მშობლებს ვურჩევდი, კარგად აკონტროლონ ბავშვების ინტერნეტსივრცე" - თამარ თანდაშვილი
მშობლებს ვურჩევდი, კარგად აკონტროლონ ბავშვების ინტერნეტსივრცე - თამარ თანდაშვილი

მშობლებს ვურჩევდი, კარგად აკონტროლონ ბავშვების ინტერნეტსივრცე, – ამის შესახებ ფსიქოლოგმა, თამარ თანდაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მშობლებმა უნდა იცოდნენ, რა საიტებზე შედიან და ვის ეკონტაქტებიან მათი შვილები.

"ამას როგორ გააკეთებენ, არ ვიცი, მაგრამ ვისაც ამის გაკეთება ხელეწიფება, აუცილებლად უნდა იცოდნენ, ვის ეკონტაქტებიან მათი შვილები, რა საიტებზე შედიან და რა ტიპის ინფორმაციას იღებენ დღის განმავლობაში“, – განაცხადა თანდაშვილმა.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ ბავშვების ფსიქო-ემოციურ მდგრადობას საფრთხე არ დაემუქროს, აუცილებელია, მათი ჩართვა ფიზიკურ აქტივობაში.

"შეიძლება, ვიღაცამ თქვას, რა კავშირშია ეს ფსიქოლოგიასთან, მაგრამ პირდაპირ კავშირშია ფსიქიატრიულ დიაგნოზებთან, დეპრესიასთან, შფოთვასთან და ძალიან ბევრ სხვა აშლილობასთან. მესმის, რომ ყველანაირად იქითკენ ვართ მიმართული, ბავშვი სახლის პირობებში გავართოთ, ან სახლში დავტოვოთ, მაგრამ უსაფრთხოდ, ქუჩაში გასვლაც შეიძლება, თუ წესებს დაიცავ, ბავშვს ამისკენ მოუწოდებ და შეაჩვევ. თუ იპოდრომთან, ან რამე მწვანე საფართან არ ცხოვრობთ, ძალიან უმარტივესია, ფეხით გაიაროთ; რაღაც თამაში გააკეთეთ, ვინ მეტ, ან ნაკლებ ნაბიჯს გადადგამს.ბავშვები ფიზიკურად, რამენაირად უნდა გავააქტიუროთ", – განაცხადა თანდაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system