თავში

მთაწმინდიდან 22:00 საათზე ფოიერვერკს გაისვრიან

მთაწმინდიდან 22:00 საათზე ფოიერვერკს გაისვრიან
მთაწმინდიდან 22:00 საათზე ფოიერვერკს გაისვრიან

ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მთაწმინდიდან ფოიერვერკებს გაისვრიან. აშშ-ის დროშის ფერებში განათდება სატელევიზიო ანძაც. 

"მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის პანდემიის გამო წელს ვერ მოვახერხეთ ღონისძიებების ჩატარება, ჩვენი ენთუზიაზმი ამ ტრადიციული ზეიმის გასამართად ისეთივე ძლიერია, როგორც ყოველთვის.

დღეს საღამოს, 22:00 საათზე თბილისში ყველას ვიწვევთ, ისიამოვნონ მთაწმინდის პარკის ფეიერვერკებით. ქალაქი თბილისი სატელევიზიო ანძას ჩვენი დროშის ფერებში აანთებს და ჩვენს ყველა ქართველ მეგობარს ვიწვევთ, გაგვიზიარონ 4 ივლისის მილოცვა ჰეშთეგით #IndependenceDay", - აცხადებენ აშშ-ის საელჩოში

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system