თავში

მთაწმინდის რაიონში ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

​მთაწმინდის რაიონში ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა
მთაწმინდის რაიონში ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

კოჯორში, აზეულას ქუჩაზე 7 000 კვ.მ ფართობზე ახალი სკვერი მოეწყობა. პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები, დასასვენებელი პავილიონები. მოეწყობა ველობილიკი, სარწყავი სისტემა, გარე განათების ქსელი, ფილები და საპარკე ინფრასტრუქტურა. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

რეაბილიტაცია ჩაუტარდება სპორტულ მოედანს. ასევე, დაგეგმილია გამწვანების მასშტაბური სამუშაოები.

მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და პროექტის დეტალები გააცნო.

მთაწმინდას კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატება, რომლითაც მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა არ ისარგებლებს, არამედ ზაფხულში ამოსული დამსვენებლებიც. პარკი ყველა თაობისთვის იქნება განკუთვნილი. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები, რომელიც მიმდინარე თვეში დაიწყება და დაახლოებით, ივნისში დასრულდება“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

აღნიშნული პროექტის ღირებულება 500 000 ლარია. სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაფინანსებით სრულდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system