თავში

მთავარია, ადამიანებმა ეს ირწმუნონ - კულუმბეგოვი

მთავარია, ადამიანებმა ეს ირწმუნონ - კულუმბეგოვი

ქვეყანაში მაღალი ხარისხის ვაქცინები იქნება, მთავარია ადამიანებმა ირწმუნონ ვაქცინაციის, ირწმუნონ ექიმების მოწოდების, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

მისივე თქმით თუკი, დღეს იმაზე გაკეთდება აქცენტი, რომ ესა თუ ის ვაქცინა არ ვარგა, ეს ვაქცინაციისა და იმუნიზაციის პროგრამას დაარტყამს და მოსახლეობის დათანხმება ვაქცინის გაკეთებაზე რთული იქნება.

საფრთხე განა იმაშია, რომ ვაქცინა შეიძლება ხარისხიანი იყოს ან არა, უბრალოდ, ასეთ შემთხვევაში, თუკი ამაზე წავა საუბარი, ადამიანებს ვერ დავიყოლიებთ, რომ ვაქცინა გაიკეთონ. თუკი რომელიმე ვაქცინა აღიარებას არ მიიღებს, ჩვენ ის არ უნდა მივიღოთ. არჩევანი კი დიდი იქნება და ამის მოსახლეობას არ უნდა ეშინოდეს," - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა ,,რუსთავი 2-ის" ეთერში.
 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system