თავში

"მთავარი არხი" ეთერშია

"მთავარი არხი" ეთერშია
მთავარი არხი ეთერშია

ნიკა გვარამიას მიერ დაფუძნებული "მთავარი არხი" ეთერშია. ტელევიზიამ მაუწყებლობა დაპირებისამებრ დღეს, 9 საათზე, მთავარი საინფორმაციო გამოშვებით დაიწყო. მთავარ საინფორმაციოს "კურიერის" მსგავსად დიანა ჯოჯუა და პაატა იაკობაშვილი წაიყვანენ. ამის შემდეგ მთავარი პოლიტიკური ტოკ-შოუ გავა, რომელსაც ნიკა გვარამია და ეკა კვესიტაძე წაიყვანენ.

ეთერში გასვლამდე მთავარი არხის ჟურნალისტები პრომორგოლებს ავრცელებდნენ და მაუწყებლობის დაწყებას აანონსებდნენ.

მთავარი არხი რუსთავი 2-დან გათავისუფლებული დირექტორის, ნიკა გვარამიას დაარსებული ტელევიზიაა, სადაც ამავე არხიდან გამოშვებული და წამოსული ჟურნალისტები მუშაობენ.

ნიკა გვარამიამ ახალი არხის დაფუძნება მას შემდეგ დააანონსა, რაც "რუსთავი 2-ის" ახალმა მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა ის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ქიბარ ხალვაშის მიერ "რუსთავის 2-ის" გადაფორმებიდან ერთი თვის თავზე არხიდან გაათავისუფლეს საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტოკ-შოუს მთავარი პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი; პოლიტიკური გადაცემების წამყვანები გიორგი გაბუნია და ეკა კვესიტაძე და გასართობი გადაცემის ავტორი და წამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ "რუსთავი 2პირდაპირ ეთერში დატოვეს "კურიერისწამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა. 21 აგვისტოს ტელეკომპანია თითქმის სრული შემადგენლობით დატოვეს ჟურნალისტებმა. არხი დატოვა რამდენიმე პროდიუსერმა, გადაცემების შაბათის "შუა დღის"  და "კვირის შუა დღის" წამყვანებმა. ტელევიზია, ასევე, დატოვეს P.S.-ის გუნდმა, რეგიონის ჟურნალისტებმა და გადაცემა "დილა მშვიდობისა საქართველოს" ნაწილმა. გარდა ამისა, "რუსთავი 2" დატოვეს ვანო ჯავახიშვილმა, თამუნა ლეკვეიშვილმა, თათია სულუაშვილმა, ვასო ფხაკაძემდა კომედი ჯგუფის რამდენიმე მსახიობმა.

"მთავარი არხი" ტელეკომპანია "იბერიის" შენობიდან და ამავე არხის სიხშირეზე მაუწყებლობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system