თავში

"მთავარი არხის" წილი ნიკა რურუას ძმის შემდეგ მისმა შვილმაც იყიდა

"მთავარი არხის" წილი ნიკა რურუას ძმის შემდეგ მისმა შვილმაც იყიდა
მთავარი არხის წილი ნიკა რურუას ძმის შემდეგ მისმა შვილმაც იყიდა

მთავარი არხის წილს ნიკა რურუას ძმის შემდეგ მისი შვილი, მარი ანნა რურუაც ყიდულობს. განაცხადი საჯარო რეესტრში უკვე დარეგისტრირდა, თუმცა ცვლილებები ჯერ არ ასახულა.

კომპანიის წილს ამ შემთხვევაშიც არხის ერთ-ერთი მეწილე, კახაბერ ანჯაფარიძე თმობს. მან დარჩენილი 46,5 პროცენტიდან 2,5 პროცენტი 2 500 ლარად გაასხვისა. მარი ანნა რურუას ერთი დღის ვადაში 200 ათასი დოლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აქვს. 

ანჯაფარიძემ რურუას ძმას 2,5-პროცენტიანი წილი 24 სექტემბერს 2 5000 ლარად მიყიდა. გიორგი რურუას 250 ათასი დოლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება ჰქონდა.

ცვლილებების რეგისტრირების შემდეგ საკონტროლო პაკეტი (51%) კვლავ ნიკა გვარამიას საკუთრება იქნება, კახაბერ ანჯაფარიძეს დარჩება 44 პროცენტი, გიორგი რურუას და მარი ანნა რურუას კი 2,5-2,5 პროცენტი.

მთავარი არხი რუსთავი 2-დან გათავისუფლებული დირექტორის, ნიკა გვარამიას დაარსებული ტელევიზიაა, სადაც ამავე არხიდან გამოშვებული და წამოსული ჟურნალისტები მუშაობენ. ნიკა გვარამიამ ახალი არხის დაფუძნება მას შემდეგ დააანონსა, რაც "რუსთავი 2-ის" ახალმა მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა ის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system