
“რუსთავი2”-ის ყოფილი დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ დაფუძნებულმა “მთავარმა არხმა” საერთო მაუწყებლის ავტორიზაცია მიიღო. ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.
დღეს, 5 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ არხს უკვე ოფიციალურად აქვს ახალი ამბებისა და პოლიტიკური თოქშოუების ტრანსლირების უფლება.
“მთავარი არხი” მაუწყებლობის დაწყებას 9 სექტემბერს, 21:00-ზე გეგმავს.
თამთა კაპანაძე
ავტორი